ფეხბურთი

0:23 | 28.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს ტრაფორდი "ლიდსში" 50 მილიონად გადავა

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ჯეიმს ტრაფორდი კარიერას სავარაუდოდ, „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს.

კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, ტრაფორდის სანაცვლოდ „ლიდსი“ 50 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელს კონტრაქტს 2031 წლამდე გაუფორმებს.

ჯეიმს ტრაფორდი „მანჩესტერ სიტის“ შარშან შეუერთდა და 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონკურენციის გამო გუნდს ტოვებს. მანამდე ის „ბოლტონის“ და „ბარნლის“ კარს იცავდა, ინგლისის ნაკრებში კი ორჯერ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.155707