„მილანის“ თავდამსხმელის, რაფაელ ლეაოს შეძენა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ სურს.
თურქულმა კლუბმა პორტუგალიელს 2030 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა და მზადაა სეზონში 10 მილიონი ევრო, პლუს 2 მილიონი ევროს ბონუსი გადაუხადოს.
„როსონერის“ გეგმებში ლეაო არ შედის და მის სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს ითხოვს. კლუბებს შორის მოლპარაკებები დაწყებულია.
რაფაელ ლეაო „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 291 მატჩში 80 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სპორტინგის“ და „ლილის“ ღირსებას იცავდა.





