ბელგიური „გენკის“ და საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი კონსტანტინოს კარეცასი კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.
18 წლის ტალანტის სანაცვლოდ გერმანული გუნდი 35 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
კარეცასი „გენკის“ აღზრდილია და ბელგიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მაგრამ 2025 წლიდან საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 10 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. „გენკში“ მან 92 თამაშში 6 გოლი გაიტანა.





