გორის „დილა“ კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა, რაც პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარეც ნათელი იყო.
„დილამ“ ხუთი დღის წინ გორში 0:4 წააგო და კვიპროსში, პრაქტიკულად უშანსოდ ჩავიდა. სასწაულიც არ მოხდა - „აპოლონმა“ მეორე მატჩიც მოიგო.
ლიმასოლელები ბრენდონ თომასის გოლით პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმში გარი როდრიგესის და დანიელ ესკრიჩეს გოლებით მოჰყვა - 3:0. ორი მატჩის ჯამში გორელებმა 0:7 წააგეს.
„დილამ“ ამ სეზონში კონფერენს ლიგაზე ერთი ეტაპი გადალახა, როცა სან მარინოს „ვირტუსი“ ორი მატჩის ჯამში (3:1, 0:1) დაამარცხა, რაც მაქსიმუმი გამოდგა.
„აპოლონი“ – „დილა“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 თომასი (22), 2:0 როდრიგესი (62), 3:0 ესკრიჩე (90)





