ფეხბურთი

21:50 | 28.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

IFAB: არგენტინასთან მატჩში ემბოლო არ უნდა გაეძევებინათ

შვეიცარიელი ფეხბურთელი ბრილ ემბოლო არ უნდა გაძევებულიყო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალში არგენტინასთან მატჩში.

ამის შესახებ საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭომ (IFAB) განაცხადა. ემბოლოს ჯერ მეორე ყვითელი ბარათი, შემდეგ კი შესაბამისად, წითელი ბარათი უჩვენეს სიმულაციისთვის. არგენტინამ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით და დამატებით დროში 3:1 გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა.

ემბოლო ლენდრო პარედესთან კონტაქტის შემდეგ მიწაზე დაეცა, რის შედეგადაც არგენტინელმა ყვითელი ბარათი მიიღო. თუმცა, VAR-ის სისტემის ჩარევის შემდეგ, სიტუაცია ხელახლა შეფასდა. მსაჯმა პარედესის ყვითელი ბარათი გააუქმა და ემბოლოს სიმულაციისთვის წითელი ბარათი უჩვენა.

„ამ შემთხვევაში, შეცდომით იდენტიფიცირების წესი არ უნდა გამოყენებულიყო“, - ნათქვამია IFAB-ის განცხადებაში, რომელიც AP-მ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო, მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც არგენტინამ ორჯერ გაიტანა და გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16765