ფეხბურთი

11:33 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბარკოლა "ლივერპულთან“ პირად პირობებზე შეთანხმდა - მოლაპარაკებები გრძელდება

ფრანგი ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლა ახლოსაა "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებასა და კარიერის "ლივერპულში" გაგრძელებასთან. ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბარკოლა "მერსისაიდულ" კლუბს პირად პირობებზე უკვე შეუთანხმდა და ამასთან ერთად "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელ ანდონი ირაოლას ტელეფონით ესაუბრა. ახლა, აღნიშნულ ტრანსფერზე მოლაპარაკებები კლუბებს შორის მიმდინარეობს. მთავარი საკითხი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასია.

ბრედლი ბარკოლა „პარი სენ-ჟერმენში“ 2023 წლიდან თამაშობს და 152 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლიონის“ წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.151424