ფეხბურთი

12:03 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: "გაგნიძისთვის ძირითად გუნდში ადგილი აღარ გვაქვს"
"ლუკას შეუძლია სხვა კლუბში იპოვოს საკუთარი ადგილი"

მოსკოვის "დინამოს" 23 წლის ქართველ ფეხბურთელს ლუკა გაგნიძეს დიდი ალბათობით მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბის მოძიება მოუწევს. აღნიშნულ საკითხზე რუსული კლუბის გენერალურმა დირექტორმა პაველ პივოვაროვმა ისაუბრა. მისი თქმით, ძირითად გუნდში ლუკას ადგილი აღარ არის და ქართველი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

"გაგნიძის პოზიციაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა, ამიტომ ნახევარმცველების რაოდენობა გაიზარდა. ახლა ბევრი ფეხბურთელი უკვე გამოჯანმრთელდა და ლუკასთვის ძირითად გუნდში ადგილი აღარ რჩება. გაგნიძეს, როგორც ხარისხიან ფეხბურთელს, შეუძლია სხვა კლუბში იპოვოს საკუთარი ადგილი. ამ მომენტისთვის ის მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშობს“, - განაცხადა პივოვაროვმა.

ლუკა გაგნიძე მოსკოვის "დინამოში" 2021 წელს გადავიდა, გასული სეზონი მან იჯარის წესით ესპანურ "გრანადაში" გაატარა, თუმცა საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, კვლავ მოსკოვში დაბრუნდა. გაგნიძეს "დინამოსთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087083