ფეხბურთი

12:59 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" როდრის ტრანსფერზე "სიტის" დაუკავშირდა

მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ როდრის ტრანსფერზე აქტიური მუშაობა დაიწყო და პირველი ნაბიჯებიც გადადგა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აღნიშნული გარიგების განხორციელებას მწვანე შუქი აუნთო. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა "სიტის" უკვე დაუკავშირდა და აცნობა, რომ მზადაა როდრის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, თუმცა ინგლისური კლუბი, სავარაუდოდ, უფრო მაღალ თანხას მოითხოვს.

წყაროს ცნობით, "სიტის" დატოვება და კარიერის "რეალში" გაგრძელება თავად როდრისაც სურს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე კლუბებს შორის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

როდრი მანჩესტერ "სიტის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და კლუბტან არსებული ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081377