ვეტერანმა ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ "შალკეთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ 40 წლის ფეხბურთელი ახალ სეზონში ბუნდესლიგაში ითამაშებს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჯეკოს შემოტავაზებები MLS-დან და იტალიური კლუბებიდანაც ჰქონდა, თუმცა ბოსნიელმა დარჩენა ამჯობინა და "შალკეთან" ახალი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო "შალკეს" გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და გუნდთან ერთად II ბუნდელიგის გამარჯვებული გახდა. მან 11 ჩატარებულ მატჩში 6 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.





