ფეხბურთი

14:56 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში აღარ ითამაშებს

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ტავად ფეხბურთელმა დაადასტურა. როგორც მან განაცხადა, მისი დრო ბრაზილიის ნაკრებში დასრულებულია.

"ჩემი დრო ბრაზილიის ნაკრებში დასრულდა. იქ ისტორია შევქმენი და ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი რამ გამოვიარე, ჩემი სიცოცხლე გავიღე და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდი ყვითელი და მწვანე მაისურისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის გაგრძელება აღარ მინდა“, - განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარს ბრაზილიის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. მან "სელესაოს" შემადგენლობაში 128 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 79 გოლთან ერთად 59 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159965