ტურინის „იუვენტუსი“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ რანდალ კოლო მუანის დაიმატებს. ძალიან ხანგრძლივი მოლაპარაკებები კლუბებს შორის წარმატებით დასრუკდა.
ფრანგი „იუვეს“ იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდება, შესაბამისად, კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. ტრანსფერის ღირებულება ბონუსებით 45 მილიონ ევროს შეადგენს.
რანდალ კოლო მუანიმ „იუვენტუსში" 2024-2025 წლების სეზონში 6 თვე ითამაშა და 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში პსჟ-ს ის „ტოტენჰემში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 41 თამაშში 2 გოლით გამოირჩა, პსჟ-ში კი 2023-2024 წლებში 54 შეხვედრაში 11-ჯერ გაიტანა.
კარიერის საუკეთესო წლები მას „აინტრახტში“ აქვს გატარებული, მანამდე კი „ნანტის“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.





