ფეხბურთი

21:15 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდან ჰენდერსონი "ჩელსის" ფეხბურთელია

ლონდონის „ჩელსიმ“ ჯორდან ჰენდერსონი დაიმატა. ეს ინფორმაცია „ბრენტფორდმა“ ოფიციალურად დაადასტურა და ვეტერანი ინგლისელიც კლუბს უკვე დაემშვიდობა.

36 წლის ფეხბურთელმა „ჩელსისთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ სეზონში ჰენდერსონმა 34 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ალ-ეტიფაქის“ და „აიაქსის“ ღირსებას იცავდა, კარიერის საუკეთესო პერიოდი 2011-2023 წლებში „ლივერპულში“ გაატარა, ხოლო კიდე უფრო იქამდე, „სანდერლენდის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა.

„ჩელსი“ ჰენდერსონის გარდა, კიდევ ერთ ვეტერან ინგლისელს, დენი ველბეკს დაიმატებს, ეს ტრანსფერიც გადაწყვეტილია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090996