ფეხბურთი

19:17 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" 18 წლის ბოსნიელ ტალანტას იმატებს

ტურინის „იუვენტუსი“ ბოსნიელ ფეხბურთელს, კერიმ ალაიბეგოვიჩს დაიმატებს. 18 წლის შემტევის ტრანსფერზე შეთანხმება „ლევერკუზენთან“ პრაქტიკულად მიღწეულია.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და „იუვე“ ელოდება, რომ გერმანელებისგან მწვანე შუქს მალე მიიღებს. კერიმს ტურინელთან 2031 წლამდე კონტრაქტი, სეზონში 3 მილიონი ევროს ხელფასით შეთანხმებული აქვს. ტრანსფერის ღირებულება 33 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ სპორტულმა დირექტორმა რიკი მასარამ ალაიბეგოვიჩთან შეთანხმებას ჯერ კიდევ აპრილში მიაღწია, როცა ის „რომაში“ მუშაობდა და იქ აპირებდა მის გადაყვანას, მაგრამ ახლა, უკვე „იუვენტუსშია“ და ფეხბურთელიც ტურინში გადავა.

ალაიბეგოვიჩის შეძენა „ჩელსისაც“ სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა, რადგან ლონდონელთა გეგმა იყო, „სტრასბურში“ იჯარით გაეშვათ. ბოსნიელის გეგმებში ეს არ შედიოდა.

ალაიბეგოვიჩმა გასული სეზონი „ზალცბურგში“ გაატარა, სადაც 44 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, მიმდინარე ზაფხულს კი „ლევერკუზენს“ დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა. კერიმ ალაიბეგოვიჩს ბოსნიის ნაკრებში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე, კატარის წინააღმდეგ გაიტანა.

„იუვენტუსმა“ დღესვე პსჟ-სთან შეთანხმებას მიაღწია რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.154783