ფეხბურთი

20:40 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო აშშ-ს ნაკრებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მაურისიო პოჩეტინო ამერიკის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რომლის თანახმად, ნაკრებში 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება.

აშშ-ში არგენტინელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილები არიან და კონტრაქტის განახლებაც შესთავაზეს.

პოჩეტინო აშშ-ს ნაკრებს 2024 წლიდან უდგას სათავეში და აწ დასრულებულ მუნდიალზე გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, სადაც ისინი ბელგიასთან დამარცხდნენ. მაურისიო მანამდე „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, პსჟ-სა და „ჩელსიში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095111