ფეხბურთი

22:37 | 29.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მაროკოელი ტალანტის ტრასფერზე მუშაობს

„მანჩესტერ სიტის“ „ლილისა“ და მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის, აიუბ ბუადის გადაბირება სურს.

ინგლისურ კლუბს ნიჭიერ ნახევარმცველთან 2031 წლამდე კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეული აქვს. ახლა „სიტი“ მოლაპარაკებებს „ლილთან“ აწარმოებს, რათა ფასზე შეძლოს შეთანხმების მიღწევა. ბუადით კიდევ ორი ევროპული გრანდია დაინტერესებული.

აიუბ ბუადი „ლილის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 2023 წლიდან 96 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166424