ფეხბურთი

12:17 | 30.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ედი ჰოუ „ნიუკასლს“ ტოვებს

ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, ინგლისელი სპეციალისტი ედი ჰოუ უახლოეს მომავალში დატოვებს „ნიუკასლ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. მიზეზები ჯერ არ გახმაურებულა.

The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით კი, 48 წლის ჰოუმ „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას აცნობა შესვენების აღების და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაკავებული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ.

ჰოუ ადრე „ბორნმუთსა“ და „ბარნლის“ წვრთნიდა. ჰოუს ხელმძღვანელობით „ნიუკასლმა“ 2024/25 წლების სეზონში ინგლისის ლიგის თასი მოიგო. „კაჭკაჭებმა“ გასული სეზონი პრემიერ ლიგის ცხრილში მე-12 ადგილზე დაასრულეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084157