ფეხბურთი

17:47 | 30.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკუს რაშფორდი "ბარსელონას" დაემშვიდობა და "მანჩესტერში" დაბრუნდა

მარკუს რაშფორდმა „ბარსელონა“ დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდა. საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ, ინგლისელის ტრანსფერზე კლუბები ვერ შეთანხმდნენ.

„უღრმესი მადლობა კლუბში ყველას, ვინც აქ გატარებული დრო ასეთ პოზიტიურ და დაუვიწყარ გამოცდილებად აქცია. ყოველი წამი ძალიან მომეწონა და ამ განსაკუთრებულ მოგონებებს თან ვატარებ. კლუბს და ყველა გულშემატკივარს წარმატებებს და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ ამ სეზონში“, - დაწერა მარკუსმა.

შეგახსენებთ, რომ რაშფორდმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით 49 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ასტონ ვილაში“ იყო განათხოვრებული, ხოლო „მანჩესტერში“ 426 თამაშში 138 გოლი აქვს გატანილი.

რაშფორდი ახალი სეზონისთვის მზადებას „წითელ ეშმაკებში“ დაიწყებს და ამის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა გუნდში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085548