ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯონ სტოუნსი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. ინგლისელი „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
32 წლის ჯონ სტოუნსს, რომელსაც „ბარნსლისა“ და „ევერტონში“ უთამაშია, ხოლო „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან 295 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (19 გოლი), ინგლისის ნაკრებსი კი 94 თამაში აქვს ჩატარებული.





