მადრიდის „რეალმა“ „ლევანტესთან“ კარლოს ესპის ტრანსფერსზე შეთანხმებას მიაღწია.
„სამეფო კლუბი“ 21 წლის ფეხბურთელში გადაიხდის გამოსასყიდ თანხას, რაც 25 მილიონ ევროს შეადგენს. ესპი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს.
ესპიმ გონსალო გარსია უნდა შეცვალოს, რომელიც 40 მილიონ ევროდ კარიერას ლონდონის „ფულჰემში“ გააგრძელებს.
კარლოს ესპი „ლევანტეს“ აღზრდილია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 27 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.





