"ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ-ანდრ ტერ შტეგენი კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძლებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელი მეკარე ამსტერდამულ გრანდს იჯარის წესით შეუერთდება და ხელფასის დიდ ნაწილს "აიაქსი" დაფარავს. ტერ შტეგნი ამსტერდამში დღეს გაფრინდება, ხოლო სამედიცინო შემოწმება ხვალ არის ჩანიშნული, რომლის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული. გასულ სეზონში გერმანელი მეკარე მძიმე მუხლის ტრავმის გამო დიდი ხნით იყო მოედანს ჩამოშორებული, რის შემდეგაც სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „ჟირონაში“ გაატარა.





