პორტუგალიის ნაკრებისა და "მილანის" ფეხბურთელით რაფაელ ლეაოს დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა "მილანს" უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება "მანჩესტერს" არ გაუკეთებია, მაგრამ მოლაპარაკებები დაწყებულია.
"მილანის" დატოვებით და ახალ კლუბში გადასვლის სურვილი თავად რაფაელ ლეაოსაც აქვს, ამის შესახებ მან ღიად განაცხადა. რაც შეეხება "მილანის" პოზიციას, ისინი მზად არიან პორტუგალიელ გარემარბს 50-60 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.
რაფაელ ლეაო „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს და 291 მატჩში 80 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „სპორტინგის“ და „ლილის“ ღირსებას იცავდა.





