„არსენალი“ „ნიუკასლის“ ნახევარმცველის, ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.
როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, "ნიუკასლი" ლონდონის "არსენალის" ახალ 75 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი თითქმის გადაწყვეტილია და ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა დაიხუროს.
ამასთან ერთად გიმარაეშმა „ნიუკასლს“ სთხოვა, წინასასეზონო შეკრებაზე, ესპანეთის ქალაქ ლა მანგაში, მისი გამგზავრება დროებით გადაედოთ, რადგან სურს, რომ „არსენალში“ გადასვლა უახლოეს დღეებში დასრულდეს.
ბრუნო გიმარაეში "ნიუკასის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 55 მილიონი ევროა.





