ფრანკო მასტანტუონო მადრიდის „რეალს“ დატოვებს. კლუბმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და არგენტინელი იჯარით წავა. თუმცა, სად, ჯერ უცნობია.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „რეალს“ ურჩევნია, რომ „რივერ პლეიტში“ იჯარით გაშვებას, ფრანკო ევროპულ კლუბში გაანათხოვროს. რამდენიმე კლუბი იჩენს ინტერესს, მათ შორის, ფლორენციის „ფიორენტინა“.
ფრანკო მასტანტუონომ „რეალის“ მაისურით პირველ სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. მანამდე ის „რივერ პლეიტის“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში ოთხი თამაში აქვს ჩატარებული.





