„პარი სენ-ჟერმენი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ მიკა გოდტსის გადაბირებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, პარიზელები ნიდერლანდებთან ბელგიელის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ. 21 წლის ნიჭიერი გარემარბის ტრანსფერი არ უკავშირდება მაგნის აკლიუშს - პსჟ-ს ორივე ფეხბურთელის დამატება აქვს გადაწყვეტილი.
მიკა გოდტსი „აიაქსში“ 2022 წლიდან თამაშობს და 113 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი.





