ფეხბურთი

12:13 | 1.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ინფანტინო: "ჩვენი მიზანი გაერთიანებაა და არა დაყოფა, ამიტომ, პროექტი აღარ განხორციელდება"

ფიფამ უარი თქვა თავის გეგმაზე - მსოფლიოს ჩემპიონატის უფლებები კერძო ინვესტორებზე გაეყიდა, რათა დიდი ფინანსური სარგებელი მიეღო.

ამ იდეას დიდი პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით უეფას მხრიდან, რომლის წევრი ქვეყნები ფიფას ბოიკოტითაც კი დაემუქრნენ. და, როგორც ჩანს, პროტესტმა შედეგი გამოიღო.

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ მის მიერ მოფიქრებული გეგმა არ განხორციელდება:

„ყველა თვალსაზრისის ყურადღებით მოსმენის შემდეგ, გაირკვა, რომ პროექტმა ისეთი ხასიათის განხეთქილება შექმნა, რომ მხარდაჭერის დონის მიუხედავად, ის აღარ შეესაბამება დასახული მიზნის საუკეთესო ინტერესებს. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო - და ყოველთვის იქნება - გაერთიანება და გაუმჯობესება. შესაბამისად, ეს წინადადება არ განხორციელდება. FIFA Forward Enterprise პროექტი დაიბადა იმ მიზნით, რომ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ასოციაციებისა და ჩვენი სპორტის მთელ მსოფლიოში შემდგომი გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი მხარდაჭერაა საჭირო. გარდა ამისა, როგორც თავიდანვე განვაცხადეთ, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფიფას წევრი ასოციაციების უმრავლესობის მხარდაჭერით და ყოველთვის მათთან, ფედერალურ საბჭოსთან, კონფედერაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ. ამიერიდან, ჩემი მიზანი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის კვლავ გაერთიანება მომდევნო დღეებსა და კვირებში, ჩვენი სპორტისადმი საერთო ინტერესის სულისკვეთებით და ფეხბურთის ყველგან განვითარების გაგრძელების მიზნით, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“, - წერია ფიფას განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162006