ფეხბურთი

22:24 | 1.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

35 წლის დენი უელბეკმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი გააფორმა

35 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა დენი უელბეკმა ლონდონის „ჩელსისთან’ კონტრაქტი გააფორმა.

„ჩელსი“ სიხარულით აცხადებს დენი უელბეკის პრემიერ ლიგის კლუბ „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონიდან“ გადმოყვანის შესახებ.

თავდამსხმელმა, რომელმაც ინგლისის ნაკრებში 42-ჯერ ითამაშა, 2028 წლამდე კონტრაქტი გააფორმა და ჩაბი ალონსოს გუნდს სეზონისწინა ტურის დროს შეუერთდება“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში „ჩელსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

უელბეკი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია, სადაც ის ასევე მთავარ გუნდშიც თამაშობდა. მას ასევე „არსენალში,“ „უოტფორდში“ და სხვა კლუბებშიც გარჯილა. ფეხბურთელი 2020 წლიდან „ბრაიტონში“ თამაშობდა. გასულ სეზონში 40 მატჩში უელბეკმა 14 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.082994