2026/2027 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ამხანაგური მატჩი მადრიდის „რეალსა“ და „ფიორენტინას“ შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. თამაში ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში, „ვიორტერზეეს“ სტადიონზე გაიმართა.
მატჩის პირველი გოლი „რეალის“ თავდამსხმელმა ენდრიკმა მე-12 წუთზე გაიტანა. შემდეგ, 24-ე წუთზე მადრიდელთა აკადემიის აღზრდილმა, 18 წლის ალექსის სირიამ სადებიუტო მატჩში გამოჩინა თავი და „ლოს ბლანკოსის“ უპირატესობა 24-ე წუთზე გააორმაგა.
„ფიორენტინას“ შემტევმა რობერტო პიკოლიმ ანგარიში 41-ე წუთზე შეამცირა. იტალიელთა ფორვარდმა მოიზე კინმა კი მადრიდელთა წინააღმდეგ მეორე გოლი 58-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:2 გახადა.
გასულ სეზონში ესპანეთის ლიგაში „რეალმა“ 86 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, 94 ქულით, „ბარსელონას“ ჩამორჩა. გასულ სეზონში იტალიის ლიგაში „ფიორენტინამ“ 42 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზე გავიდა.







