ფეხბურთი

23:20 | 1.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემმა" შესაძლოა „რეალის“ მესამე ფეხბურთელიც შეიძინოს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტიაგო პიტარჩი შესაძლოა „ფულემს“ შეუერთდეს. Marca-ს ცნობით, ლონდონელები „რეალის“ აკადემიის პროდუქტის შეძენას გეგმავენ, მას შემდეგ, რაც მადრიდული კლუბიდან თავდამსხმელი გონსალო გარსია და ნახევარმცველი სეზარ პალასიოსი 50 მილიონ ევროდ გადაიყვანეს.

წყაროს ცნობით, „კოტეჯერსი“ ტრანსფერის დასრულებას არ ჩქარობს, რადგან მათ ფეხბურთელის თანხმობა აქვთ. ესპანელი სიამოვნებით შეხვდება მთავარ მწვრთნელ ალვარო არბელოას, რომლის ხელმძღვანელობითაც მან დებიუტი შეასრულა „რეალში“.

არბელოას წასვლის შემდეგ „სამეფო კლუბში“ პიტარჩის სიტუაცია შეიცვალა. ახალგაზრდა ფეხბურთელი წინასასეზონო პერიოდში მოურინიუს ხელმძღვანელობით უნდა მომზადებულიყო, მაგრამ კლუბმა ის ახალგაზრდულ გუნდში დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158115