„რომამ“ ბერძენი მცველი კონსტანტინოს კულიერაკისი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბერძენი იტალიური კლუბს „ვოლფსბურგიდან“ შეუერთდა და „ჯალოროსიში“ 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
22 წლის ფეხბურთელი „ვოლფსბურგში“ 2024 წლიდან თამაშობდა და 66 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. მანამდე კი, სამშობლოში, „პაოკში“ გამოდიოდა. საბერძნეთის ნაკრებში კულიერაკისს 22 თამაში აქვს ჩატარებული.





