ფეხბურთი

11:42 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" კოლო მუანისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი რანდალ კოლო მუანი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა: ფრანგი ტურინში არა იჯარით, არამედ, სრულფასოვანი კონტრაქტით გადავა. ის ხელშეკრულებას 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 5 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი იქნება. პსჟ 38 მილიონ ევროს მიიღებს, 12 მილიონამდე კი ბონუსი დაემატება.

რანდალ კოლო მუანიმ „იუვენტუსში" 2024-2025 წლების სეზონში 6 თვე ითამაშა და 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში პსჟ-ს ის „ტოტენჰემში“ ჰყავდა განათხოვრებული, სადაც 41 თამაშში 2 გოლით გამოირჩა, პსჟ-ში კი 2023-2024 წლებში 54 შეხვედრაში 11-ჯერ გაიტანა.

კარიერის საუკეთესო წლები მას „აინტრახტში“ აქვს გატარებული, მანამდე კი „ნანტის“ და „ბულონის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092295