„ნაპოლის“ ფეხბურთელი მიგელ გუტიერესი კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.
გერმანული გუნდი „აძურის“ 30 მილიონ ევროს გადაუხდის. ესპანელი „ლევერკუზენში“ ალეხანდრო გრიმალდოს შეცვლის, რომელიც „ატლეტიკოში“ გადავიდა.
მიგელ გუტიერესი „ნაპოლიში“ 2025 წლიდან თამაშობდა და 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის „რეალის“ აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდში 10 თამაშიც ჩაატარა. 2022-2025 წლებში კი „ჟირონას“ ღირსებას იცავდა.





