საქართველოს თასზე მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
ლანჩხუთის „გურია“, რომელმაც წინა ეტაპზე „დინამო თბილისი“ დაამარცხა, ასპარეზობა გამოეთიშა - შინ „არაგვთან“ წააგო. „გურია“ პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა ლუკა ქოქოსაძის გოლით, მაგრამ მატჩის მიწურულს ორჯერ გაუშვა. ანგარიში დენის ამოაკომ გაათანაბრა, ხოლო თორნიკე ბზეკალავამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „არაგვი“ მომდევნო ეტაპზეა.
მეოთხედფინალში ითამაშებს „გაგრა“, რომელმაც სტუმრად „გარეჯი“ 4:1 დაამარცხა. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ „გაგრამ“ პირველივე ტაიმში, 10-წუთიან ინტერვალში სამჯერ გაიტანა, რასაც მეორე ნახევარში კიდევ ერთი გოლი მოჰყვა.
„გაგრას“ და „არაგვის“ გარდა, თასის მეოთხედფინალში გასულები არიან „რუსთავი“, „სამგურალი“ და „ტორპედო“. სამი მეოთხედფინალისტის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია.





