ტურინის „იუვენტუსმა“ 18 წლის ბოსნიელი ფეხბურთელი კერიმ ალაიბეგოვიჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიჭიერი გარემარბის სანაცვლოდ „იუვემ“ „ლევერკუზენს“ 33 მილიონი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ალაიბეგოვიჩმა გასული სეზონი „ზალცბურგში“ გაატარა, სადაც 44 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა, მიმდინარე ზაფხულს კი „ლევერკუზენს“ დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა. კერიმ ალაიბეგოვიჩს ბოსნიის ნაკრებში 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ერთი მსოფლიოს ჩემპიონატზე, კატარის წინააღმდეგ გაიტანა.





