ფეხბურთი

21:55 | 2.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გორის დერბი "დილამ" მოიგო, "დინამო ბათუმიც" მეოთხედფინალშია

საქართველოს თასზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა.

„დინამო ბათუმმა“ „თელავს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ბედი დმიტრი მანდრიჩენკომ გადაწყვიტა, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს დალაშქრა მეტოქის კარი და როგორც მერე გაირკვა, ეს თამაშის ერთადერთი გოლი გამოდგა.

კიდევ ერთი მერვედფინალური დაპირისპირება გორულ გუნდებს შორის შედგა: „გორი“ „დილას“ დაუხვდა. ისტორიაში პირველი გორის დერბი დაძაბული გამოდგა, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ თავისი ქნა: „დილამ“ ბოლოსკენ გატეხა მეტოქე - ჯერ მუჰამედ დიუფმა გახსნა ანგარიში, შემდეგ ლაშა მენთეშაშვილმა სხვაობა გააორმაგა - 0:2.

ამრიგად, რვიდან შვიდი მეოთხედფინალისტი ცნობილია: „დილა“, „დინამო ბათუმი“, „გაგრა“, „არაგვი“, „რუსთავი“, „ტორპედო“ და „სამგურალი“, ბოლო მეოთხედფინალისტი კი მოგვიანებით „სამტრედია“ – „იბერიას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080954