ლონდონის „ჩელსიმ“ „სტრასბურიდან“ არგენტინელი მცველი ვალენტინ ბარკო დაიმატა.
ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა და 21 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდება.
ბარკო „ბოკა ხუნიორსის“ აღზრდილია, შემდეგ „ბრაიტონსა“ და „სევილიაში“ ითამაშა, ხოლო 2024 წლიდან „სტრასბურის“ მაისურით 58 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მას ხუთ შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.





