„ლივერპულმა“ პრემიერლიგის ზაფხულის სერიის ფარგლებში „ლიდს იუნაიტედთან“ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელთანაც 2:4 დამარცხდა.
ანდონი ირაოლას გუნდმა პირველი შესანიშნავად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმი „წითლებმა“ ჩააგდეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვეს.
გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სამი სეივი მიითვალა, თუმცა, ოთხი გოლი გაუშვა.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგის საზაფხული სერია დაასრულა, მაგრამ კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები „მონაკოსა“ და „კომოსთან“ დაგეგმილი, ხოლო პრემიერლიგის პირველ ტურში 23 აგვისტოს, „ნიუკასლს“ შეხვდება.





