29 წლის ქართველი ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური კარიერას უზბეკურ "ნასაფ ქარში" გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა და ღუდუშაური ახალ კლუბში 77-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
პაატა ღუდუშაური ბოლოს "იბერიაში" გამოდიოდა, რომელიც ანდრეი დემჩენკოსთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვა.
რაც შეეხება მის ახალ კლუბ "ნასაფს", 14 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
ღუდუშაურს კარიერის განმავლობაში "დინამო ბათუმში", გორის "დილაში", "ვიტ ჯორჯიაში", "ტორპედოსა" და "იბერიაში" უთამაშია.





