ფეხბურთი

16:10 | 3.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

იესპერ ლინდსტრიომი კარიერას “შალკეში” გააგრძელებს

დანიელი ფეხბურთელი იესპერ ლინდსტრიომი კარიერას “ნაპოლიდან” “შალკეში” გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია, ფეხბურთელი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

როგორც ირკვევა, “შალკე” 25 წლის ფეხბურთელს ერთწლიანი იჯარის წესით დაიმატებს, ხოლო შეთანხმება 5 მილიონი ევროს გამოსყიდვის ოფციასაც მოიცავს. გარდა ამისა, თუ გერმანული კლუბი ბუნდესლიგაში ადგილს შეინარჩუნებს და ლინდსტრიომი გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს, “ნაპოლი” დამატებით ბონუსებსაც მიიღებს.

იესპერ ლინდსტრიომი “ნაპოლის” 2023 წლიდან ეკუთვნის. 2024/25 წლების სეზონი მან იჯარით “ევერტონში” გაატარა, ხოლო გასული სეზონი “ვოლფსბურგში” ითამაშა, რომლის მაისურით ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08799