საქართველოს ჩემპიონის, „იბერიას“ პოტენციური მეტოქეები გაირკვა.
ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, ანდრეი დემჩენკოს გუნდი ევროპა ლიგის პლეი-ოფში „რეინჯერსსა“ და „პოლონურ „იაგელონიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ „ლარნის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, „იბერია“ მინიმუმ კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე თამაშის უფლებას გაინაღდებს.
თუ „იბერია“ „ლარნის“ ბარიერს ვერ დაძლევს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც გიბრალტარის „ლინკოლნსა“ და კვიპროსულ „ომონიას“ შორის დამარცხებულს შეხვდება.
მოკლედ, ერთ-ერთ ევროტურნირზე მოხვედრა „იბერიასთვის“ წარმოუდგენელი სულაც არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, ფურცელზე მაინც, მეტოქეები დაუმარცხებლები არ არიან...
მანამდე, „იბერია“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-11 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ წინააღმდეგ ითამაშებს.





