ფეხბურთი

1:10 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბერნარდო სილვა: "როდესაც "რეალიდან" დამიკავშირდნენ, ორჯერ არ დავფიქრებულვარ"

მადრიდის „რეალს“ ბერნარდო სილვა შეუერთდა, რომელმაც „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა:

„მოუთმენლად ველი ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის დაწყებას და მისგან სწავლას. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ის მწვრთნელია, რომელიც პორტუგალიური ფეხბურთისთვის ბევრს ნიშნავს. ბავშვობიდან ხშირად ვუყურებდი მის გუნდებს და მან პორტუგალიის სახელი კიდევ უფრო მაღლა აიყვანა. „ბერნაბეუ“ ძალიან საინტერესოა. იმდენჯერ მითამაშია „რეალის“ წინააღმდეგ და ყოველთვის ვგრძნობდი კლუბის მნიშვნელობას. ფანტასტიკურია აქ ყოფნა, ფანტასტიკურია „ბერნაბეუს“ სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა.

„მანჩესტერ სიტისთან“ ჩემი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე კლუბმა, ცხადია, მომმართა, მაგრამ როდესაც „რეალი“ გამოჩნდა, ორჯერ არ მიფიქრია“, - თქვა ბერნარდო სილვამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.148059