ფეხბურთი

1:46 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო გარსია "რეალიდან" პრემიერლიგაში გადავიდა

ესპანელი თავდამსხმელი გონსალო გარსია კარიერას „რეალიდან“ „ფულემში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ლონდონელებმა „რეალს“ 42 მილიონი ევრო გადაუხადეს და ფეხბურთელთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმეს. მომდევნო ტრანსფერიდან „რეალი“ 30%-საც მიიღებს.

გონსალო გარსია „რეალის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში 51 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.151914