„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა პროფესიული საფეხბურთო კარიერის დასრულების შესაძლებლობაზე საკუთარი მოსაზრებები გააზიარა.
„კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. „სანტოსთან“ კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და მინდა, კლუბისთვის ყველაფერი გავაკეთო. ამის შემდეგ, ჩემს ვარიანტებს განვიხილავ. დავრჩე, წავიდე, დავასრულო კარიერა თუ გავაგრძელო თამაში... არ ვიცი! დეკემბრამდე ჯერ კიდევ არის დრო. ვნახოთ“, - ციტირებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ნეიმარის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ნეიმარი მშობლიურ კლუბ „სანტოსში“ 2025 წელს დაბრუნდა. მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდეა გათვლილი. 2026 წელს თავდამსხმელმა გუნდის რიგებში 16 მატჩში რვა გოლი გაიტანა. „სანტოსის“ გარდა, ნეიმარმა „ბარსელონაში“, პსჟ-სა და „ალ-ჰილალში“ ითამაშა.







