ფეხბურთი

20:32 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

კოტ დივუარის ნაკრები ფრანგ მწვრთნელს ჩააბარეს

კოტ დივუარის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ერვე რენარი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ფრანგმა სპეციალისტმა ემერს ფაე შეცვალა. რენარი კოტ დივუარის ნაკრებში 2014-2015 წლებში მუშაობდა და გუნდს აფრიკის თასიც მოაგებინა. ბოლოს ის ტუნისის ნაკრებში იყო, რომელიც მუნდიალის მიმდინარეობისას ჩაიბარა.

რენარს ასევე უმუშავია „ლილში“, ზამბიის, ანგოლას, მაროკოს, საუდის არაბეთის ნაკრებებში, იყო საფრანგეთის ქალთა ნაკრების მწვრთნელიც. ერვეს აფრიკის თასი ორჯერ აქვს მოგებული - ზამბიისა და კოტ დივუარის ნაკრებებში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085401