ფეხბურთი

21:47 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

მოჰამედ სალაჰი "ტრაბზონსპორში" ითამაშებს

მოჰამედ სალაჰი კარიერას თურქეთში გააგრძელებს, ოღონდ არა „ბეშიქთაშში“, რაზეც დიდი ხანი ვრცელდებოდა ინფორმაცია, არამედ „ტრაბზონსპორში“.

ტრაბზონელებს ეგვიპტელ ვარსკვლავთან პრინციპული შეთანხმება მიღწეული აქვთ და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდება. „ტრაბზონსპორი“ გარიგების დასრულებას მომდევნო 36 საათის განმავლობაში გეგმავს, ხოლო სამედიცინო შემოწმება ხვალ შუადღისთვისაა ჩანიშნული.

სალაჰმა 2017-2026 წლებში „ლივერპულის“ მაისურით 442 თამაშში 257 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ალ მოკავლონის“, „ბაზელის“, „ჩელსის“, „ფიორენტინასა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160273