ფეხბურთი

22:55 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "მოურინიო ჩემგან მოითხოვს, რომ ბედნიერი და თავისუფალი ვიყო"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ვინისიუსმა განაცხადა, თუ რას მოითხოვს მისგან ჟოზე მოურინიო.

როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, პორტუგალიელს სურს, რომ მან ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღოს.

„სეზონისთვის ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ტრავმები და მთელი სეზონის განმავლობაში ყველას დავეყრდნოთ. გუშინ ორმაგი ვარჯიში გვქონდა, დღეს კი ცოტაოდენი ვივარჯიშეთ.. მხოლოდ მოკლე ვარჯიში, რათა ფეხები უფრო მეტად დავტვირთოთ და კარგი ვარჯიში იყო. ყველანი ძალიან დაღლილები გამოვედით, მაგრამ ახლა დასვენების დროა. წინასასეზონო პერიოდი ასეთია და მზად უნდა ვიყოთ. მოურინიოს სურს, რომ ისეთი ვიყო, როგორიც ყოველთვის ვიყავი: ბედნიერი, მხიარული და თავისუფალი, რომ ფეხბურთი ვითამაშო“, - თქვა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090555