ფეხბურთი

23:23 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფთან ახლოსაა

სომხეთის ჩემპიონი „არარატ-არმენია“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაშობს და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩიც მოიგო.

„არარატ-არმენიამ“ სლოვენიის ჩემპიონ „ცელიეს“ უმასპინძლა, რომელთანაც აგებდა, მაგრამ არტურ სერობიანის და ფრანსა კარლოსის გოლებით დააქამბექა და 2:1 მოიგო.

სომხეთის ჩემპიონმა დიდი ვერ, მაგრამ უპირატესობა მოიპოვა და პლეი-ოფთან ახლოსაა. ვთქვათ ისიც, რომ „არარატ-არმენიას“ კონფერენს ლიგის ფაზის ეტაპზე მონაწილეობა გარანტირებული აქვს, ეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში.

ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელმაც წინა ეტაპზე თბილისის „იბერიას“ აჯობა, დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფისკენ, რადგან შვედური „მიალბი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. სლოვაკეთის ჩემპიონი აგებდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

„ჰაპოელ ბეერ შევამ“ „ცრვენა ზვეზდა“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით სოფიის „ლევსკიმ“ ალმატის „კაირატს“ აჯობა.

ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მატჩებიც გაიმართა: „დინამო ზაგრებმა“ „კაუნო ჟალგირისი“ 5:0 განადგურა, პრაღის „სპარტამ“ „ლიონს“ 2:1 მოუგო, ხოლო ორი მატჩი ფრედ დასრულდა - „ოლიმპიაკოსი“ და „ნაიმეგენი“ უგოლოდ დაზავდნენ, სამაგიეროდ, „სენ-ჟილმა“ და „ბოდო გლიმტმა“ ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16168