იტალიური „რომა“ მადრიდის „რეალისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელით, ენდრიკით დაინტერესდა - გვაცობს Fichajes.
20 წლის ბრაზილიელს „სამეფო კლუბთან“ მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს გაფორმებული. „Transfermarkt“-ი მის ღირებულებას 40 მილიონ ევროდ აფასებს.
ენდრიკმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „ლიონში“ გაატარა. ფრანგული კლუბის მაისურით 21 მატჩში მან რვა ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა ამ ზაფხულს ისევ მადრიდში დაბრუნდა.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.







