ინგლისურმა „ასტონ ვილამ“ აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო მადრდის „ატლეტიკოს“ მცველის მატეო რუჯერის ესპანური კლუბიდან ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ასტონ ვილამ“ რუჯერის 2031 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა, ხელფასის ზრდით. „ბირმინგემელები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხენა მცველის მატეო რუჯერის ტრანსფერთან დაკავშირებით“, - წერს სკირა.
2025/2026 წლების ლა ლიგის სეზონში 24 წლის იტალიელმა რუჯერიმ 26 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მას ასევე 15 თამაში და სამი საგოლე გადაცემა მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე.





