იტალიური „რომა“ მადრიდის „ატლეტიკოსა“ და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, ნაუელ მოლინას დაიმატებს. ტრანსფერზე შეთანხმება შედგა.
სამხრეთამერიკელი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ „ჯალოროსი“ 18 მილიონ ევროს გადაიხდის და ფეხბურთელთან კონტრაქტს გააფორმებს. ყველაფერი გადაწყვეტილია.
მოლინა „ატლეტიკოში“ 2022 წლიდან თამაშობდა და 181 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის სერია A-საც იცნობს, სადაც ორი წლის განმავლობაში „უდინეზეს“ ღირსებას იცავდა. მანამდე კი სამშობლოში გამოდიოდა.





