ფეხბურთი

1:05 | 6.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ პრესეზონის პირველი მატჩი დიდი ანგარიშით წააგო

„პარი სენ-ჟერმენმა“ პრესეზონზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „მალიორკასთან“ 0:3 განადგურდა.

ესპანური გუნდი უფრო დიდი ხანია, რაც სეზონისთვის ემზადება და პსჟ-ზე მეტად ფორმაშია, რაც თამაშმა დაადასტურა. ლუის ენრიკეს გუნდს არაფერი გამოუვიდა და უშანსო მარცხი განიცადა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

პსჟ 8 აგვისტოს, კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს „მანჩესტერ იუნაიტედთან“, ხოლო 12 აგვისტოს, უკვე ოფიციალური თამაში ელოდება - ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“, 16 აგვისტოს, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ შეხვდება, ხოლო 23 აგვისტოს ლიგა 1-საც დაიწყებს „რენის“ წინააღმდეგ თამაშით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089045